GE
3 დეკემბერი, 2021 17:40

სკოლა “პროგრესის” მოსწავლემ “და ვინჩის” კონკურსში გაიმარჯვა

Ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლე დავით რუსიამ თავის გუნდთან – ანი ესართიასთან და საბა ხაბურძანიასთან ერთად ერთად შემუშავებულმა STEM პროექტმა, “თერმული წყლები”, გაიმარჯვა “ლეონარდო და ვინჩის ახალგაზრდა გამომგონებელთა” კონკურსში და პირველი ადგილი მოიპოვა.

“ჩვენი პროექტი დაფუძნებულია პელტეს (PLT) ელემენტის თვისებაზე, რაც გულისხმობს, ელ. ენერგიის წარმოქმნას ფირფიტის ურთიერთსაპირისპირო გვერდებზე ტემპერატურის სხვაობის არსებობის შემთხვევაში. რისთვისაც ვიყენებთ იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელიც საქართველოში მრავლად გვაქვს (თერმული წყლები), რაც საქართველოს შესაძლებლობებზე და რეალობაზე მაქსიმალურადაა მორგებული. – ამბობს დავით რუსია.

ახალგაზრდა გამომგონებლები რამდენიმე წელია STEM კლუბის წევრები არიან, რომელსაც მენტორი უტა კილასონია ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდები თავიანთ გამოგონებას პატენტისთვის მალე წარადგენენ.

EDU.ARIS.GE - სკოლები