სკოლა „პროგრესის“ ყველა ონლაინ აქტივობა ერთ ელექტრონულ ჟურნალში
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი “პროგრესელებსა” და სკოლის გულშემატკივრებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს. მომზადდა სკოლის ჟურნალის ელექტრონულ ვერსია, რომელშიც ყველა ის აქტივობაა თავმოყრილი, რაც პანდემიის პირობებში განხორციელდა.
“გთავაზობთ ჩვენი სკოლის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას, რომელშიც ყველა ის აქტივობაა თავმოყრილი, რაც პანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.
აღნიშნული პერიოდის ფარგლებში ვისწავლეთ ყველაზე უმთავრესი – დავიცავით საკუთარი თავი, სხვისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, დისტანციური სწავლება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, რასაც სკოლამ უმაღლეს დონეზე გაართვა თავი. “პროგრესში” დიდი ყურადღება ექცევა მიღებული ცოდნის ხარისხს, საჭირო უნარ-ჩვევებისა და სწორი დამოკიდებულებების განვითარებას. დისტანციური სწავლების დროს, ონლაინ გაკვეთილებზე ბევრი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობები ჩატარდა, რაც ელექტრონული ფორმით ვრცელდებოდა, მოგვიანებით ყველა ეს ინფორმაცია ერთ დიდ ისტორიად აიკინძა, რომელსაც მომავალში “პროგრესის” შემდგომი თაობებიც გაეცნობიან”, – ვკითხულობთ სკოლის გვერდზე.