სკოლამ, სადაც რემონტის გამო სწავლა ვერ დაიწყო, პირველკლასელებს ზეიმი მაინც მოუწყო
2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, თუმცა ყველა სკოლაში ბავშვების ჟრიამული არ ისმის, რადგან ჯერ ისევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის 72-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა. სკოლის დირექციის ინფორმაციით, საკლასო ოთახები მოსწავლეების მისაღებად ორი კვირის შემდეგ იქნება მზად. მანამდე კი ისინი ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
იმის მიუხედავად, რომ 15 სექტემბერს სკოლაში სწავლის დაწყება შეუძლებელი იყო, დირექციამ გადაწყვიტა, პირველი კლასელებისთვის გული არ დაეწყვიტა და დღე, როდესაც სხვა პირველკლასელები სკოლაში წავიდნენ, მათთვისაც გაელამაზებინა.
„ჩვენს პირველკლასელებს გული არ დავწყვიტეთ, გავულამაზეთ პირველი დღე, მოვეფერეთ და წიგნებითა და ბუკებით გავუშვით ონლაინ გაკვეთილებზე 2 კვირით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე.
„კმაყოფილი ბავშვები და მშობლები მადლობას გვიხდიდნენ, რისთვისაც დირექცია მადლობას ვუცხადებთ იმ პედაგოგებს, თანამშრომლებს, ვინც დაგვეხმარა ამ დღის ორგანიზებაში!“- წერია სკოლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ასევე იხილეთ:
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



