GE
11 თებერვალი, 2025 14:46

სკოლაში „პოლიგლოტი“ დავით აღმაშენებლის ხსოვნასადმი მიძღვნილი პროექტი განხორციელდა

სკოლა „პოლიგლოტ“-ის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ია დორეულთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ხატია ჭილავასთან, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის ხსოვნას და მისი გარდაცვალებიდან 900 წლის თავს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ერთად დეტალურად განიხილეს დავით აღმაშენებლის მეფობის წლები, მის მიერ ჩატარებული რეფორმები, ქრონოლოგიურად წარმოადგინეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები. შექმნეს კედლის გაზეთი და იმ პერიოდის საქართველოს რუკა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისტორიის კლუბის ბავშვებმა.

სამოქალაქო განათლების ჭრილში, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დეტალურად მიმოიხილეს ”ძეგლისწერის” ძირითადი პრინციპები და მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებისთვის.

აღნიშნული ღონისძიება იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლების ფარგლებში ისტორიული ცოდნის გამოყენება თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების გასააზრებლად და ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
გასაძლიერებლად.

ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად კი მოსწავლეებმა გაანალიზეს, როგორ არის წარმოჩენილი დავით აღმაშენებლის სახე ქართულ პოეზიასა და პროზაში. ლიტერატურული კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში შექმნეს გზამკვლევი დავით აღმაშენებლის შესახებ.

სკოლა მადლობას უხდის ისტორიის კლუბის ხელმძღვანელს, ია დორეულს, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიას და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ხატია ჭილავას ასეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში