სკოლაში „პოლიგლოტი“ დედაენის დღის კვირეული გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტ“-ის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით დედაენის კვირეულის
ფარგლებში, ჩატარდა პროექტი „ენა, რომელიც გვაერთიანებს“.
მე-4(ბ), მე-7(ა,ბ), მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები საკონფერენციო დარბაზში და მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში.
ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ხელნაწერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერების ავტორები,გამარჯვებულებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები და ჯილდოები, ხოლო კალიგრაფიის კონკურსის ყველა მონაწილე
დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელებით.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში შრომისმოყვარეობისა და წერითი უნარების განვითარება. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ხელნაწერი ტრადიციის გაცნობას, ხელნაწერი ტექსტებისადმი ინტერესის გაღვივებასა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის გამოხატვას.
ლიტერატურული კლუბი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ დამრიგებლებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, აღნიშნულ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს: ანა ჯავახიშვილს, ნინო წამალაშვილსა და ხატია ჭილავას გაწეული შრომისთვისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი