6 ივნისი, 2024 10:39
სკოლაში „პოლიგლოტი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან ერთად აღნიშნეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა დაასუფთავეს თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ეკოკლუბის ხელმძღვანელი და გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო წამალაშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვასა და დასუფთავებას საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
სკოლა მდლობას უხდის პედაგოგებს საინტერესო და მინიშვნელოვანი აქტივობისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი