GE
23 დეკემბერი, 2024 13:02

სკოლაში „პოლიგლოტი“ ინტელექტუალური თამაშის -„პოლიგლოტი“ ზამთრის სეზონი ჩატარდა

სკოლაში „პოლიგლოტი“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა
ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი მე-7 და მე-8 კლასებს შორის.

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა მე-8 (ბ) კლასი, რომლებსაც სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.

გუნდები ბრძოლას გააგრძელებენ გაზაფხულის სეზონზე, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და პედაგოგებს,კერძოდ: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ანასტასია მჭედლიშვილს, გეოგრაფიის მასწავლებელს ნინო წამალაშვილსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სკოლის სასწავლო ნაწილს, ანა ჯავახიშვილს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოსწავლეებს ამ საინტერესო ღონისძიების ორგანიზებაში.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში