26 ივლისი, 2024 15:58
სკოლაში „პოლიგლოტი“ მეოთხეკლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ მეოთხეკლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეაჯამეს განვლილი 4 წელი. გაიხსენეს და ფრანგულ ენაზე გააჟღერეს ცნობილი მოაზროვნეებისა და ფილოსოფოსების განმარტებები ცოდნასა და განათლებაზე. ასევე გააცოცხლეს ძველი ქართული ფილმებიდან საინტერესო და სახალისო სცენები. დასასრულს კი მათ სკოლისგან მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები და სიგელები.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც და შემოგვთავაზეს შთამბეჭდავი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.
სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ მეოთხეკლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი