31 იანვარი, 2025 10:54
სკოლაში პოლიგლოტი მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ დაიდგა
სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეებმა მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ დადგეს
მეხუთეკლასელებმა გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული პირველი მიუზიკლი გააცოცხლეს და სცენაზე საოცარი ოსტატობით წარმოადგინეს.
მათ შთამბეჭდავად გადმოსცეს ძველი თბილისური ამბავი ობოლ გოგონებზე, რომლებიც ცეკვის სტუდიაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, ყველანი დაგვარწმუნეს, რომ ბნელს ნათელი ფანტავს, სიკეთე კი ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-5 (ა) კლასის დამრიგებელს სოფო დვალიშვილს მუსიკის მასწავლებელ თამთა გაბედავას და კლასის თითოეულ მშობელს.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი