GE
7 მარტი, 2024 16:48

სკოლაში „პოლიგლოტი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა

სკოლაში „პოლიგლოტი“ დასრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული – ,,არა ოკუპაციას!“.

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ:

  • ისტორიის მასწავლებლებმა ჩაუტარეს მოსწავლეებს ოკუპაციის თემაზე გაკვეთილები;
  •  მოეწყო ოკუპაციისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება;
  • მოსწავლეებმა მოამზადეს სლოგანები და პრეზენტაციები;
  •  ისტორიის პედაგოგმა, ქალბატონმა თინათინ დორეულმა, ჩაატარა საჯარო ლექცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის შესახებ.
  •  მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტაბახმელაში.ყვავილებით შეამკეს 1921 წელს ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების პატივსაცემად აღმართული მემორიალი;
  • კვირეული დამთავრდა ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის“ წევრების მიერ მომზადებული პრეზენტაციებით.

სკოლა მადლობას უხდის კვირეულის ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიებებისათვის.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში