სკოლაში „პოლიგლოტი“ სასკოლო პროექტი, ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ მიმდინარეობს
თანამედროვე მსოფლიოში რესურსების გადამეტებული მოხმარების, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდისა და გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების გამო არაერთი პრობლემა წარმოიშვა. რის გამოც გაეროს მიერ შემუშავდა მდგრადი განვითარების 17 მიზანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა პოლიგლოტში 2024-2025 სასწავლო წელს მიმდინარეობს სასკოლო პროექტი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლა ,,პოლიგლოტის“ ეკოკლუბ ,,კირბების“ წევრებმა მიზანი 15-ის შესწავლით აიმაღლეს ცნობიერება ხმელეთის ეკოსისტემებისn დაცვის, აღდგენის, მდგრადი განვითარების, ტყის მდგრადი მართვის, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებისა და აღდგენა – გაუმჯობესების მიმართულებით. რადგან 3 მარტი არის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო დღე, მის აღსანიშნავად ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები:
- არქტიკა – ლუკა სამხარაძე;
- ანტარქტიდა – ნინი ოკოშვილი და ანი ქურდიანი;
- ამაზონის ტროპიკული ტყეები – ქეთი ვალაშვილი, ანუკი მიქელაძე და ანასტასია მაისურაძე;
- უდაბნო და გაუდაბნოება- ელისაბედ კვერცხიშვილი;
- ასევე, ქეთევან მღებრიშვილმა და ქეთი ვალაშვილმა გამოსცეს კედლის გაზეთები.
გაზეთებში ასახეს აღნიშნული ეკოსისტემები პრობლემებთან ერთად. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ლევან კვირკვაია. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს პოლარული დათვის მსოფლიო დაცვის დღეზე, რომელიც აღინიშნება 27 თებერვალს.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ნინო წამალაშვილს საინტერესო კონფერენციის ჩატარებისათვის.