11 ივლისი, 2024 12:36
სკოლაში „პოლიგლოტი“ წლის შემაჯამებელი პროექტი ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ ჩატარდა წლის შემაჯამებელი პროექტი, სახელწოდებით – „ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა“.
პროექტის მიზანი გახლდათ:
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ,, მოსწავლეებში იმ ღირებულებების და უნარების განვითარება, რომლებსაც უნდა ფლობდეს თავისუფალი მოქალაქე თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ინკლუზიური სასწავლო გარემოს ფორმირება, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით, თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- საზოგადოებაში არსებული რესურსებისა და სერვისების გამოყენება და თემთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერება.
პროექტის განმახორციელებელ გუნდს წარმოადგენდნენ – პროექტის მართვის ჯგუფი, სკოლის კათედრების წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
„პოლიგლოტი“ მუდმივად ხელს უწყობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რაც მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი