17 აპრილი, 2024 15:28
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით კუნძულ მალტაზე მიემგზავრებიან
სკოლა „პოლიგლოტი„ გახლავთ „GCC-MALTA„ ( მალტის ქართული კულტურის ცენტრი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობასა და ინტეგრირებას ევროპულ სამყაროში.
თანამშრომლობის ფარგლებში 22-29 აპრილს, სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მიემგზავრებიან კუნძულ მალტაზე.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები: მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში; გაივლიან (ბრიტანული მოდელირებით) მალტის ინგლისურენოვან სკოლაში ინგლისური ენის სწავლების კურსს; გაეცნობიან საერთაშორისო სწავლების პროცესს; გაეცნობიან უცხო ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს; რაც მთავარია, მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.