სკოლის დირექციის ხელშეწყობით ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა
2016 წლის 20 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის ელენე სვიანაძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა, მზია დაუშვილმა, ,,ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“ გადაურიცხა თანხა, შეუძინა საკვები პროდუქტები და ტკბილეული, ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის შეაგროვეს საჩუქრები, სათამაშოები, წიგნები და ტანსაცმელი. აქციის მონაწილეები ესტუმრნენ ,,ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“, პირადად გადასცეს დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები. ბავშვებმა ერთად ითამაშეს ეთამაშნენ, საერთო ენა ადვილად გამონახეს და დაჰპირდნენ მათ, რომ კიდევ მოინახულებენ.
მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილეები: საორგანიზაციო დარგში – ეკატერინე სიორდია და სასწავლო -აღმზრდელობით დარგში ანა ჯავახიშვილი.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ხშირად ატარებს მსგავს ღონისძიებებს. ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის მათი სკოლა სიგელით დააჯილდოვეს.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ კვლავაც გააგრძელებს სხვების დახმარებას და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გამოიჩინონ გულისხმიერება და დახმარების ხელი გაუწოდონ ყველას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.