სკოლის რეაბილიტაცისთვის, სადაც 123 მოსწავლე სწავლობს, მილიონი ლარი დაიხარჯა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც მილიონი ლარი დაჯდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; სრულად შეიცვალა კარ-ფანჯარა და ელექტრობა. სკოლაში ფუნქციონირებს კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი, ორსართულიანია. შენობა ადაპტირებული გახდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
ეზოში გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე, დაიგო ასფალტის საფარი, გამოიცვალა ჭიშკარი და ღობე.
„სამუშაოები, რომლის ღირებულება მილიონ ლარია, სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა“ ,- ნათქვამია ESIDA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახლად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით ამჟამად სკოლის 123 მოსწავლე და 36 თანამშრომელი სარგებლობს.
ასევე იხილეთ:
ერთ სკოლაში ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მეორეში ამოქოლეს – ქუთაისის საცურაო აუზების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



