მორალური არჩევანი კლასში – რეალური სიტუაციების ანალიზი
„როგორ მოვიქცე ისე, რომ ჩემმა ქცევამ თავი ცუდ ადამინად არ მაგრძნობინოს და არც ვინმეს დავწყვიტო გული?“, – როგორც გავარკვიეთ, ეს კითხვები მოსწავლეებსაც აწუხებთ. სწორედ მათ დასახმარებლად, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნინო სამხარაძემ მორალური დილემებით სწავლების მეთოდზე გააკეთა არჩევანი.
ნინო EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება, რომ ეს მეთოდი მოსწავლეში ემპათიის უნარ-ჩვევასაც ანვითარებს და კრიტიკულ აზროვნებასაც უწყობს ხელს. მასწავლებელი მის მიერ შექმნილ რესურს გვიზიარებს.
მოსწავლის დილემა 1
ანას შემთხვევით მეგობრის ფანქარი გაუტყდა. ის გულში ფიქრობს: არ თქვა არაფერი, ვერავინ გაიგებს სიმართლეს. ცოტა ხანში ანა ფიქრობს, როგორ მოიქცეს – მოიბოდიშოს თუ უბრალოდ არაფერი თქვას. შენ რას ურჩევდი ანას და რატომ?
მოსწავლის დილემა 2
გიორგი შესვენებაზე თავის საჭმელს იღებს, მას მხოლოდ ერთი ღვეზელი აქვს, ის ხედავს, რომ გვერდით მჯდომ მეგობარს წახემსებისთვის ჩანთაში არაფერი აქვს. რა უნდა ქნას გიორგიმ, მეგობარს უნდა გაუყოს თუ არა საჭმელი? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
იხილეთ და ჩამოტვირთეთ რესურსი:
სამუშაო ფურცელი – მორალური დილემები (ნიმუშები, ანალიზი)
ნინომ მასწავლებელმა მოგვითხრო, რომ მორალური დილემებით სწავლემა უფროს კლასებშიც აუცილებელია, ამიტომ პედაგოგებს ურჩევს, რომ აქტიურად გამოიყენონ ის და დაკვირდნენ, როგორ გაუმჯობესდება მოსწავლის ქცევა.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები