GE
22 დეკემბერი, 2021 11:50

სწავლების ახალი მიდგომები სკოლა “პროგრესში”

თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები ცხარე დისკუსიის თემაა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. რა მოსწონთ მოსწავლეებს, როგორ უნდა შეირჩეს მასწავლებელი და რა გამოარჩევს ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესს”? ამის შესახებ სკოლის სასწავლო ნაწილი თეონა დონაძე გვესაუბრება.

რა თანამედროვე მეთოდებს იყენებთ სწავლებისას, რით განსხვავდება სკოლა პროგრესი სხვა სკოლებისგან?

Ჩვენი სკოლა ალბათ იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან, რომ სკოლის ყველა მასწავლებელი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისა და ბავშვისადმი სიყვარულით. აქ Მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე ერთი მიზნისკენ ისწრაფვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მულტიკულტურულ გარემოში.

როგორ ხდება მასწავლებლების შერჩევა, რა არის მთავარი კრიტერიუმი?

Მასწავლებელთა შერჩევა მეტად ფაქიზი საკითხია. ვითვალისწინებთ ბევრ ფაქტორს, მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი კომპეტენცია, ასევე პიროვნული თვისებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა საგანში მასწავლებლებს შემუშავებული ჰქონდეთ სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და მეთოდები. Მაგალითად, ისტორიას ასწავლიან ფაქტებით და მოქმედებებით. Მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის იმპერატორების გადაწყვეტილების მიღებაში, მართავენ სასამართლო პროცესებს, მსჯელობენ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამა თუ იმ ნაბიჯს. Ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი.

რა ინოვაციური კლუბი და წრე ფუნქციონირებს სკოლაში, როგორ ახერხებთ მოსწავლეების ამ კლუბებით დაინტერესებას?

Ჩვენს სკოლაში ფუნქცინირებს სხვადასხვა კლუბი და წრე, სადაც მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან და ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. Ყველა აქტივობა დაგეგმილია მათი ინტერესების გათვალისწინებით. Გვაქვს კინო კლუბი, ლიტერატურული კლუბი, რა? სად? Როდის?, დებატ კლუბი, ბიზნეს უნარები, დრამა, სპორტი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი – STEM. წელს სტემ კლუბის წევრმა დავით რუსიამ ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსში გაიმარჯვა და სამომავლოდ კიდევ ბევრ მიღწევებს გვპირდებიან. ჩვენი სკოლის კლუბებში ჩართვა შეუძლიათ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც.

უცხოელებისთვის პროგრამა მხოლოდ თქვენს სკოლაში არსებობს, რა პერსპექტივა აქვს სკოლა პროგრესის მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ?

Ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ აიღონ, როგორც ქართული ატესტატი, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომი. Დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სკოლა ვართ, რომელსაც ამერიკული აკრედიტაცია გააჩნია. Ჩვენთან გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და ტექნიკური საგნები, შესაბამისად კურსდამთავრებულები უმაღლესი ქულებით და სრული გრანტებით ირიცხებიან საქართველოს და უცხო ქვეყნის სასწავლებლებში. ყველა მოსწავლე საამაყო და გამორჩეულია ჩვენთვის. Თითოეულის წარმატება სკოლის წარმატებაა.

რა დამატებითი აქტივოვები იგეგმება სამომავლოდ?

Მომავალ წელს სკოლა პროგრესი ახალ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას. Ამერიკული აკადემია ყველა თანამედროვე მოთხოვნების და ნორმების მიხედვით შენდება. აქ 800 მოსწავლის მიღების შესაძლებლობა გვექნება, სადაც მოსწავლეები გაივლიან საშუალო სკოლის ყველა საფეხურს და ასევე წინასაუნივერსიტეტო კურსებს.

აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და დამდეგ ახალ წელს მივულოცავ ყველას! ბავშვებს ბედნიერ ბავშვობას და ჩვენ ქვეყანას პროგრესულ განვითარებას Ვუსურვებ!

(რ)

EDU.ARIS.GE - სკოლები