30 სექტემბერი, 2019 17:32
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს
ხსოვნის და იმედის დღე…
1993 წლის 27 სექტემბერს დევნილმა ქართველებმა ცეცხლში დატოვეს სოხუმი. მას შემდეგ 26 წელი გავიდა…
სსიპ ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს სოხუმის დაცემის დღე. მათ აფხაზეთში მებრძოლი ჯარისკაცების შვილებს მისწერეს ბარათები, შექმნეს სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ჩაატარეს პრეზენტაციები აფხაზეთის ომის თემაზე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.