GE
18 ივლისი, 2019 13:13

თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულმა სპექტაკლმა გრან-პრი მოიპოვა

თეატრი ესაა ხელოვნების დარგი. მისი გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის, თამაშის, როლის შესრულების დროს. ამბობენ, თეატრი ცხოვრებაა და ყოველღიური სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში თეატრი ცხოვრების წესად აქციეს. სკოლის მკითხველთა კლუბის ინიციატივით დაიწერა სცენარი და დაიდგა სპექტაკლი „შექსპირი 455 – როცა აპრილი იმოსავდა ტანს მრავალფერად“. რასაც პიესის სცენაზე გაცოცხლემა მოჰყვა და წარმატებებმაც არ დააყოვნა. მონაწილეობა მიიღეს სასკოლო თეატრალური ფესტივალ “არტსკოლა 2019”-ში და დიდი კონკურენციის მიუხედავად შეძლეს გრან-პრის მოპოვება.

ფესტივალში საკონკურსოდ წარდგენილი იყო I მეოთხე კლასის მიერ დადგმული სპექტაკლი “ჩვენი უბანი”, სადაც საუკეთესოდ წარმოდგენილი სახასიათო როლებისთვის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის ფესტივალ „მემკვიდრეობის“ მთავარი პრიზი “ტონდო” გადაეცათ.

სასკოლო თეატრალური ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა, რომელსაც პანტომიმის თეატრმა უმანპინძლა. ფესტივალი გულისხმოს მოსწავლეების ჩართულობას, რომლებიც წერენ პიესას, მოთხრობას, ჩანახატს, რომელსაც სპექტაკლის სახით წარმოადგენ ჟიურის წინაშე. ფესტივალის დაჯილდოებაზე ჟიურის წევრის, ზაზა კოლელიშვილის და ფესტივალის ორგანიზატორის სოფო კალანდაძის ინიციატივით 51 საჯარო სკოლის დასს გადაეცა თეატრალურ ფესტივალ “ზურმუხტოვანი სანაპირო”-ზე მონაწილეობის საგზური ქობულეთში.

“შექსპირი 455 – როცა აპრილი იმოსავდა ტანს მრავალფერად” – ჟიურის რჩეული გახდა და მოიპოვა მთავარი პრიზი – “გრან-პრი”. აგრეთვე, მარიამ გალოგრეს გადაეცა დიპლომი ნომინაციაში “ორიგინალური სცენარისა და დადგმისთვის”. საუკეთესო მსახიობი ვაჟის ნომინაციაში დათა კიკნაძემ გაიმარჯვა, ხოლო პეტრე ლობჟანიძეს, რომელიც ჰამლეტის როლს ასრულებდა “საუკეთესო ფსიქოლოგიური როლი” მიანიჭეს.

“მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჟიურის ასეთი შეფასებისთვის. ჩვენთვის მეორე გრანპრი მოულოდნელი იყო. ასევე მადლობა ჩემს მეგობრებს, მსახიობებს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის. ვფიქრობ, დიდი შრომითა და ცოტაოდენი გამართლებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“ – განაცხადა მარიამ გალოგრემ.

დათა კიკნაძე კი აღნიშნავს: “ბევრი ნიჭიერი მსახიობის ნახვის შემდეგ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე გავხდებოდი საუკეთესო მსახიობი ვაჟის ჯილდოს მფლობელი. რამდენადაც არ უნდა მიკვირდეს, მაინც მიხარია და მადლობელი ვარ ჟიურის გადაწყვეტილების.”

Aris.ge - განათლება განათლება