თბილისის #51 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი „გაეროს მოდელირების კონფერენცია“
#51 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი – „გაეროს მოდელირების კონფერენცია“. პროექტის მიზანი იყო ბავშვების ჩართულობის ამაღლება არაფორმალური განათლების მიმართულებით.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება გაეროს კონფერენციის მოდელირება, სადაც ბავშვები ირგებენ დელეგატების როლს და 3 დღის განმავლობაში მუშაობენ სხვადასხვა კომიტეტში მსოფლიოში ყველაზე აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. ამ კონფერენციის საბოლოო მიზანია მონაწილეებმა დაწერონ რეზოლუციები და მიაღწიონ კონსენსუსს, შემდეგ კი მუშაობის შედეგი წარუდგინონ გენერალურ ასამბლეას.
51-ე საჯარო სკოლამ პირველად უმასპინძლა კონფერენციას. პროექტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები განაწილებული იყვნენ ორ კომიტეტში პირველი – ბავშვთა უფლებები, რომელიც განიხილავდა ბავშვების რეინტეგრაციას კონფლიქტურ ქვეყნებში. მეორე – ადამიანის უფლებები, რომლის სამუშაო თემა იყო ჟურნალისტების უსაფრთხოება.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ ნინო მანჯგალაძე და პავლე კახიძე. პარალელურად ნინო მანჯგალაძე კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას როგორც გენერალური მდივანი .პავლე კახიძე ასევე იყო ერთ- ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი.
ბავშვთა უფლებათა კომიტეტს პავლესთან ერთად ხელმძღვანელობდნენ მარიამ ჩხეიძე და მარიამ კუპატაძე. კომიტეტში დელეგატების როლი მოირგეს: მახო კოკიჩაშვილი, ლიზა შენგელია, თამუნა ბიძინაშვილი, ირმა წულაია, ლაშა ქურციკიძე, ანა მეჩიტიშვილი, საბა ბერიძე, ანდრია საყვარელიძე,დაჩი ყუფარაძე, რომა გიუნაშვილი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა: ანა კიუტი , ნინო ჩიქოვანი და მარიამ მიქელაძე. დელეგატებად მუშაობდნენ: ნიკოლოზ ბაქრაძე, ქეთა ქემოკლაძე, ანა ონიანი, მერი გიუნაშვილი, ალექსანდრე მარჯანიშვილი, სალომე გუნია, ანა მირიანაშვილი, თეკო ბაღათურია, ნათია ხარჭევანიძე, ლუკა პატარქალაშვილი, ანა მიროტაძე.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლის დირექციამ მონაწილეებს გადასცა სიგელები.
პროექტის ორგანიზატორებს ნინო მანჯგალაძეს და პავლე კახიძეს სიგელები გადაეცათ საუკეთესო ორგანიზატორის ნომინაციაში . ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ კომიტეტის ხელმძღვანელები.
ბავშვთა უფლებების კომიტეტში საუკეთესო დიპლომატის ტიტული მახო კოკიჩაშვილმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო და გამორჩეული დელეგატის სიგელით დაჯილდოვდნენ ირმა წულაია და საბა ბერიძე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუკეთესო დიპლომატის ტიტული მერი გიუნაშვილმა მოიპოვა ხოლო საუკეთესო და გამორჩეული დელეგატის სიგელით დაჯილდოვდნენ ქეთა ქემოკლაძე და ალექსანდრე მარჯანიშვილი.
გაეროს კონფერენციის მოდელირებას დაესწრნენ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი თათია დოლიძე და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი გიორგი კილაძე.