15 ნოემბერი, 2019 12:04
თბილისის #51 საჯარო სკოლის მოსწავლე გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეა
ქალაქ ჟენევაში გაეროს ოფისში გაიმართა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 500-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
დელეგაციის აქტიური და წარმატებული მონაწილე იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მანჯგალაძე.
კანტის აკადემიის ორგანიზებით დელეგატები ეწვივნენ გაეროს ოფისს, მონაწილეობა მიიღეს საკომიტეტო სამუშაოებსა და გენერალურ ასამბლეაში.
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუციები მსოფლიოში მიმდინარე მთავარ გამოწვევებზე.
-
არაფორმალური განათლება – მოსწავლეთა შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის №51 საჯარო სკოლა ჩაერთო ფოტოკონკურსში „ფოტოამბები პანდემიის დროს“ by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს 50-მდე ახლი წიგნი შეემატა by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა