თბილისის #51 საჯარო სკოლის თვითმმართველების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში გაიმართა მე-9, მე-10, მე-11 კლასების თვითმმართველების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ქალბატონ მაია გედევანიშვილთან და დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან ქეთევან სოხაძესთან.
შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო საუბარი ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ინდივიდუალური და სისტემური ხასიათის დარღვევების შესწავლასა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვეციის განხორციელების ხელშეწყობასა და შესაბამის რეკომენდაციებზე.
შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში და მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები. სტუმრებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები.
#51 სკოლის დირექციამ და ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმეს შეხვედრები და ღონისძიებები ცნობიერების ამაღლებისა და სწავლების ორგანიზების მიმართულებით.
-
არაფორმალური განათლება – მოსწავლეთა შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის №51 საჯარო სკოლა ჩაერთო ფოტოკონკურსში „ფოტოამბები პანდემიის დროს“ by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს 50-მდე ახლი წიგნი შეემატა by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა



