“თბილისის მწვანე სკოლაში” ღონისძიება – „მამები და შვილები“ გაიმართა
“თბილისის მწვანე სკოლაში” გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და პარტნიორი ორგანიზაცია We Care-ის თანამშრომლობით ღონისძიება – „მამები და შვილები“ გაიმართა.
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მამებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული პროექტის მიმართ და, ჩვენდა სასიხარულოდ, უმრავლესობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო “მამა, წიგნი წამიკითხეს” მრავალფეროვან აქტივობებში.
მამებმა შვილებთან ერთად დახატეს თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს და წაიკითხეს ზღაპრები. ღონისძიებაზე ჩატარდა ვიქტორინაც, რომელშიც მამებს უნდა გამოეცნოთ მათი შვილების ინტერესები.
პროექტის მიზანია წაახალისოს მამების ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობისათვის, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიურ თანასწორობას და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საოჯახო საქმესა და ბავშვებზე ზრუნვაზე.
-
თბილისის მწვანე სკოლაში I-V კლასის მოსწავლეები სამი კვირის განმავლობაში თემაზე – “გმირები” მუშაობდნენ by თბილისის მწვანე სკოლა
-
პროექტი – „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ფარგლებში თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს by თბილისის მწვანე სკოლა
-
თბილისის მწვანე სკოლას საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ by თბილისის მწვანე სკოლა





