„ტკბილი აქტივობა ტკბილი მოსწავლეებისთვის“ – ინსტრუქცია და გაფრთხილება პედაგოგისგან
„თუ გაკვეთილს მოსწავლეებისთვის სასურველ აქტივობებით გეგმავთ ეს აქტივობა გამოგადგებათ“, – ამის შესახებ თბილისიის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ახალგაზრდა პედაგოგი, ქეთი ზარანდია გვესაუბრება.
ქეთი იმ აქტივობის შესახებ გვიყვება, რომელიც მის მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ და სახელიც შესაბამისი შეურჩიეს „ტკბილი აქტივობა ტკბილი მოსწავლეებისათვის”.
აქტივობის ინსტრუქცია
მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, შეიძინეთ 1-2 შეფუთვა M&M’S-ის ტკბილეული და ჩაყარეთ დახურულ ქილაში, დაგჭირდებათ პატარა კოვზიც. წინასწარ გქონდეთ დაფაზე გაკრული, ჩემ მიერ მომზადებული რესურსი, სადაც შეკითხვები ფერების მიხედვით არის განლაგებული. აახმაურეთ ქილა და სთხოვეთ ბავშვებს, გამოიცნონ, რა შეიძლება იდოს შიგნით, იდეების მოსმენის შემდეგ კი გააცანით თამაშის პირობები. ბავშვები თანმიმდევრობით უნდა გამოვიდნენ ქილასთან, კოვზის დახმარებით, შიგ ჩაუხედავად ამოიღონ ერთი ცალი შოკოლადი და რომელი ფერიც შეხვდებათ, დაფაზე გაკრული რესურსის მიხედვით უნდა უპასუხონ შეკითხვას, მწვანე შოკოლად შეესაბამება მწვანე ფერის M&M’S-ის შეკითხვას და ასე შემდეგ. (მწვანე – სახალისო ამბავი ზაფხულის შესახებ)
გაფრთხილება: აუცილებელია წინასწარ გაარკვიოთ, ხომ არ არის ბავშვი ალერგიული M&M’S შოკოლადის შემადგენლობაზე, ან ხომ არ აქვს დიაბეტის რომელიმე ფორმა.
ასევე იხილეთ:
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები

