GE
24 მარტი, 2017 13:31

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ტურნირში კომაროვის ვაჟთა გუნდმა 1-ელი ადგილი დაიკავა

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კომაროვის სახელობის სკოლაში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, ოლიმპიური პრინციპით და FIVB სტანდარტის დაცვით ჩატარდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა ვაკის რაიონის სკოლებიდან 8 ვაჟთა და 8 გოგონათა გუნდმა მიიღო. გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი (გოგონათა და ვაჟთა გუნდები). გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

საპატიო 1-ელი ადგილი კომაროვის ვაჟთა გუნდმა დაიკავა, ხოლო გოგონების გუნდმა მე-3 ადგილი. რაიონის ჩემპიონები მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ფრენბურთის ჩემპიონატში.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მომდევნო ტურშიც წარმატებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება