„ვამაყობთ! მადლობა ჩვენს ოთოს და ბიჭებს“ – როგორ ახასიათებენ მშობლიურ სკოლაში წარმატებულ რუსთაველ ფეხბურთელს (+ფოტო)
დღეს, 2 ივლისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა გულშემატკივარმა ჩვენს ბიჭებს თბილი დახვედრა მოუწყვეს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ისტორიულ მერვედფინალში საქართველოს ნაკრების ესპანეთან დაპირისპირება 1:4 დასრულდა, რითაც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო გუნდმა ევრო 2024-ზე ბრძოლა ღირსეული დაასრულა. მიუხედავად მარცხისა, ქართველი გულშემატკივარი თავს გამარჯვებულად გრძნობს და ახლა ერთადერთი, რისი თქმაც სურს, არის – “მადლობა ბიჭებო!”.
იგივე შემართემაა იმ სკოლებშიც, სადაც ჩვენმა საყვარელმა ბიჭებმა ზოგადი განათლება მიიღეს. რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ინგა კიტეიშვილი EDU.ARIS.GE-ს სკოლის კურსდამთავრებულისა და მისი ბიძაშვილის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ ესაუბრება.
“ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს გადავიდა უკრაინულ კლუბ დნეპრში. 18 წლიდან თამაშობდა თბილისის დინამოში. 2018 წელს კი გადავიდა ავსტრიულ კლუბში “შტურმი” ეროვნულ ნაკრებში თამაში ასაკობრივი გამოძახებით დაიწყო. დღეს მას თავდაუზოგავი შრომის შედეგად მთელო მსოფლიო ხედავს. ეს არის დიდი სტიმული ყველა რუსთაველი ბავშვისთვის. ვამაყობთ! მადლობა ჩვენს ოთოს და ბიჭებს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ინგა მასწავლებელი.
იხილეთ ფოტო:
ფეხბურთის გულშემატკივრებს, შევახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ესპანეთან პირველ ტაიმში იმარჯვებდა. თამაშის ბედი მას შემდეგ შეიცვალა რაც კიტეიშვილმა ტრამვა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მშობლიურ სკოლაში ოთარს გამოჯანმრთელებას უსურვებენ და ამბობენ, რომ მისი წარმატების სჯერათ.
ეროვნულ ნაკრებისა და პირადად მისი მხარდაჭერისთვის სკოლას აქტიური საგულშემატკივრო კამპანია აქვს გამართული.
ნახეთ, რას იხსენებენ EDU.ARIS.GE-სთან 28 წლის, ავსტრიული კლუბი “შტურმისა” და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნახევრადმცველის შესახებ სკოლაში:
“ოთოს დამრიგებელი ქალბატონი, ლალი ჯაბუა გახლდათ. ის მას იხსნებს, როგორც შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, მაღალი აკადემიური მოსწრები მქონე ახალგაზრდას. ოთო იყო ოქროსმედალოსნობის კანდიდატიც. 10 წლის იყო, როცა საკუთარი სურვილით რუსთავში საფეხბურთო სკოლაში მივიდა, მაშინ ამ სკოლას სახელიც კი არ ერქვა.. მოგვინებით ვალერი კილასონაიმ გადაიყვანა ჩვენი ქალაქის წარმატებულ საფეხბურთო კლუბში – მეტალურგში”.