წამყვანმა მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის სახალისო დავალებების კრებული შეადგინა
„ეს რესურსი ბავშვებს ნამდვილად დაეხმარებათ საყვარელი საქმე აკეთონ – ისწავლონ ხალისით. ჩემს კოლეგებს ნამდვილად გამოადგებათ. აი, მასწავლებლები რომ ვეკითხებით ერთმანეთს აზრს რომელი დავალება სჯობს მივცე მოსწავლეს სწავლის დაწყების პირველ კვირასო, ზუსტად ამ კრებულშია ასეთი დავალებები“, – ამის შესახებ თბილისის 82-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი ნინო ქიმერიძე გვესაუბრება და მოსწავლეებისთვის საკუთარი ხელით შექმნილ სახალისო დავალებების კრებულს გვიზიარებს.
იხილეთ რესურსი და ჩამოტვირთეთ:
სახალისო დავალებები – ნაწილი #1
სახალისო დავალებები – ნაწილი #2
გამოყენების ინსტრუქცია:
სახალისო დავალებები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა შექმნილი. მასწავლებელს შეუძლია, როგორც სასწავლო პროცესის დასაწყისში მათი გამოყენება, ასევე სასწავლო წლის მანძილზე. მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები და აღქმადი დავალებებია, რომელსაც ხალისით გააკეთებენ. აქვეა ლაბირინთები, გასაფერადებელი დავალებები. ეს დავალებები შექმნილია ძირითადად ონლაინ სწავლებისას. თუმცა, აქტიურად გამოიყენება საკლასო სივრცეშიც.
ასევე იხილეთ:
-
„ძალიან ლამაზია კუბოკრული პიჯაკები, მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავებაც აღარ იქნება“ – მოსწავლეები სასკოლო ფორმის დიზაინზე by სკოლების ამბები
-
თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს – რას ამბობს განათლების სამინისტრო by სკოლების ამბები
-
განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს by სკოლების ამბები