წარმოგიდგენთ პროგრესის კიდევ ერთ საამაყო მასწავლებელს – ნინა ყაჭეიშვილს!
დღეს წარმოგიდგენთ პროგრესის კიდევ ერთ საამაყო მასწავლებელს – ნინა ყაჭეიშვილს!
განათლებით და მოწოდებით პედაგოგია – დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების სპეციალობა;
სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო, თუ რეგიონალურ კონფერენციებსა და ტრენინგ-სემინარებში. შესაბამისად გახლდათ სახელმწიფო სტიპენდიანტი.
დასრულებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი, იყო სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ამჟამად სწავლობს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე;
2019-2020 წელს ასწავლიდა კერძო მოსამზადებელ ცენტრ “ინტელეგოში”. ჩვენ გუნდს კი 2020 წელს შემოუერთდა.
ამ მოკლე დროის განმავლობაში მან მოახერხა და თავი შეაყვარა, როგორც მოსწავლეებს, ასევე კოლეგებს.
გამოირჩევა თავაზიანობით, დეტალებზე ორიენტირებულობით, პროგრესულობით და კრეატიულობით.
წარმატება ვუსურვოთ ნინა მასწავლებელს!მრავალი პროგრესული თაობა აღეზარდოს!
-
გაიცანით თამარ მახარაძე – სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალის ისტ-ის მასწავლებელი by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)
-
გაიცანით ლელა მიქელაძე, სკოლა “პროგრესის” (ბათუმი) წამყვანი მასწავლებელი by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)
-
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის (ბათუმი) მასწავლებლის თოქთამ ქეშმირის ინტერვიუ by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ბათუმი)