GE
22 მაისი, 2018 16:35

“წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში” კომაროვის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ რჩეულის ნომინაცია მოიპოვა

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში” კომაროვის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ანდრია კიკონიშვილმა საქართველოს ფოსტის რჩეულის ნომინაცია მოიპოვა.

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ – „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

აღნიშნულ კონკურსში ანდრია წინა წელსაც საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციით – ყველაზე ორიგინალური წერილის ავტორი.

კომაროვის სკოლა ულოცავს ანდრიას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

ცნობისთვის, „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება