ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენი სკოლისკენ მიმავალი გზის გაწმენდაში ფიზიკური ძალებით ვართ ჩართული“
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამის სამსახურებთან ერთად, გზის გაწმინდით და სახლების გადათოვლის სამუშაობში აქტიურად და მოხალისეობრივად მონაწილეობენ მოქალაქეებიც. როგორც გავიგეთ, ამ საქმეში მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექტორებიც წინა რიგებში არიან.
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მორის დანდურიშვილი EDU.ARIS.GE-ს პროცესის ამსახელ ფოტოებს უზიარებს.
იხილეთ ფოტო:
„ჩვენი სკოლისკენ მიმავალი გზის გაწმენდაში ფიზიკური ძალებით ვართ ჩართული. პირადად მე გრეიდერი არ გამიტარებია, მაგრამ ჩართული ვარ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებით. დღეს სკოლამდე მისასვლელი გზა 9 საათზე უკვე გაწმენდილი იყო. მოვიდნენ ბავშვებიც და მასწავლებლებიც. ბავშვები მცირე რაოდენობით“, – აგვიხსნა ბატონმა მორისმა.
ამავე თემაზე:
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები
-
სასკოლო ფორმების შეძენას ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობითაც შეძლებთ – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები

