„ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“ – სკოლაში „პოლიგლოტი“ პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ პროფესორ ცირა ბარბაქაძის მორიგი შეხვედრა გაიმართა, პროექტის სახელწოდება გახლდათ: „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უნარები და მომავლის პროფესიები“.
შეხვედრის თემა იყო: „ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტრადიციულ პროფესიებს, როგორ ხდება ზოგიერთი პროფესიის გაქრობა ან ტრანსფორმაცია, და როგორ ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ციფრული პროფესიების მიმოხილვას და პროფესიის არჩევის იაპონური „იკიგაის“ მეთოდს. ეს მეთოდი მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იპოვონ თავიანთი ცხოვრებისეული დანიშნულება და პროფესიული გზის
შერჩევისას უპასუხონ ოთხ მთავარ კითხვას:
- რა გიყვარს, ანუ რა საქმიანობას აკეთებ სიამოვნებით?
- რა გამოგდის კარგად, რისი ნიჭი გაქვს?
- შეგიძლია თუ არა ამ საქმიანობით შემოსავლის მიღება?
- რა სჭირდება სამყაროს?
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა თუ უნარების უკეთ გაცნობიერებაში და მომავლის პროფესიების გაცნობიერებულად არჩევაში.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძეს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის.