„ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაასწავლით კითხვას“ – პედაგოგმა პირველკლასელებისთვის წერითი რესურსი შექმნა
ხშირად, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ტექსტს იზეპირებენ და გააზრებულად ვერ ცნობენ ასო-ბგერებს.
ამ გამოწვევის დასაძლევად, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, სოფი ბოცვაძემ შექმნა რესური სახელწოდებით, „ვსწავლობთ კითხვას“.
სოფო მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან დღეს, 14 ნოემბერს საუბრობს.
ჩამოტვირთეთ: ვსწავლობთ კითხვას (1)
ჩამოტვირთეთ: ვსწავლობთ კითხვას (2)
როგორ გამოვიყენოთ რესურსი:
“მოსწავლეებს ყოველ გაკვეთილზე ვთავაზობ კითხვის შესწავლის სხვადასხვა ვარიაციებს. ეს რესურსები მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს, ხალისს და ასევე, გააზრებულად სწავლობენ ასო-ბგერებს, რაც შემდგომ გამართული კითხვისთვის უმნიშვნელოვანესია.
ეს არის რესურსი წერითი სამუშაოებისთვის. ერთგვარი მინი-ტესტია, რომელიც ერთდოულად რამდენიმე უნარს ანვითარებს (აღქმა, ნატიფი, მოტორული უნარი).
პირველ რიგში, რესურსს ამოვუბეჭდავთ მოსწავლეს/შვილს და ვთხოვთ, რომ წაიკითხოს ხმამაღლა, დამარცვლით. ამის შემდეგ მოცემულია მარცვლები, რომლებიც ბავშვებმა უნდა გააფერადონ. ეს მათი სწავლის პროცესს სახალისოს ხდის. ამ ფორმით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაასწავლით კითხვას”.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები