GE
გიდის, ტუროპერატინგის და ტურიზმის მენეჯმენტის კურსი
გიდის შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა. კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი შედგება 2 ეტაპისაგან:
მოკლე კურსი (პირველი დონე-ზოგადი უნარები)
სრული კურსი (პირველი და მეორე დონე)

პირველი დონე მოიცავს:
  • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
  • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
  • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
  • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
  • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
  • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
  • ჯგუფის მართვის სპეციფიკა
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
მეორე დონე მოიცავს:
  • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
  • ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
  • ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები
  • საქართველოს ტურისტული რესურსები
  • კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
  • თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება.
  • საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერკლასი.
პრაქტიკული კურსის პროგრამა: (დამატებით)
გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.
 
კურსის ღირებულება:
მოკლე კურსი (პირველი დონე) -  250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
სრული კურსი (პირველი და მეორე დონე) - 750 ლარი (36 ლექცია - 3 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში.
წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

ტუროპერატინგის შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურების, ლაშქრობების, ექსკურსიების დაგეგმვა-შემუშავებას, ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებსა და მათ დამოკიდებულებას ტუროპერატორულ კომპანიებთან. მოლაპარაკების წარმოებას, მომსახურების ხრისხის კონტროლს და მის წრმატებით განხორციელებას.
                                                                                                                                                                            
კურსი მოიცავს:
  • ტურიზმის ოპერირების საფუძვლები
  • ტურიზმის განვითარების ძირითადი ასპექტები
  • ტურიზმის სახეები და მიმართულებები, კლასიფიკაცია
  • მომსახურების კლასები და პაკეტები
  • ტურის პროექტირება
  • ტურფირმის იმიჯი, მიმზიდველი ტურპროდუქტის შექმნა
  • ხელშეკრულებები ტუროპერატორებს შორის
  • ხელშეკრულებები კვების ბლოკთან და ავტოტრანსპორტთან
  • ტურისტული დოკუმენტაცია, სავიზო მხარდაჭერის პოლიტიკა, სამოგზაურო დაზღვევა
  • ტურისტული მარშრუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა
  • ტურპაკეტის შედგენა და ფასების კალკულაცია
კურსის ღირებულება: 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1.30 სთ.
 
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
                                                                                                                           
ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურიზმის მენეჯმენტს და მის სტრუქტურას, ტურისტული ფირმის ხელმძღვანელობას და პერსონალის მართვას, საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების - კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.


კურსი მოიცავს:
  • ტურიზმის საფუძვლები, განმარტებები, მისი განვითარების მოკლე ისტორია
  • ტურიზმის სახეები, კლასიფიკაცია და ძირითადი მიმართულებები
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის როლი ტურიზმში
  • ტურისტული ბაზრის სეგმენტები და მოგზაურთა ფსიქოლოგია
  • საქართველოს ტურისტული რეგიონები
  • ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა
  • ეკოტურიზმი და თანამედროვე მსოფლიო
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი (რუკაზე მუშაობა)
  • ტურისტული ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება
  • ტურისტული ფირმის პერსონალი, მათი შერჩევა, მართვა და მოტივაცია
  • მენეჯერის როლი, ძალაუფლება და ავტორიტეტი
  • საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების ორგანიზება
  • კომფლიქტები და სტრესები
  • რეკლამის როლი ტურიზმის მენეჯმენტში
  • საქართველოს ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა (სატრანსპორტო საშუალებები, დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები და სხვა)
  • საქართველოს ძირითადი ტურისტული მარშრუტები
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1სთ.
კურსის ღირებულება: 300 ლარი (12 ლექცია)
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები