GE
გიდისა და ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი
გიდის შემსწავლელი კურსი
 
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურიზმის ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურას, ინდივიდუალური და ჯგუფური მართვის მეთოდებს. ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული სიტუაციებისა და მიმდინარე მოვლენების ანალიზს. ინდივიდუალური მუშაობისა და სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა მიღებას. ექსკურსიის ორგანიზებისა და წარმართვის სპეციფიკას.
 
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი მოიცავს:
  • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
  • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
  • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
  • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
  • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
  • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
  • ჯგუფის მართვის სპეციფიკა
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 სთ.
 
კურსის ღირებულება:
  • ჯგუფი - 150 ლარი (12 ლექცია)
  • ინდივიდუალური - 250 ლარი (12 ლექცია)
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
 
ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი
 
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურიზმის მენეჯმენტს და მის სტრუქტურას, ტურისტული ფირმის ხელმძღვანელობას და პერსონალის მართვას, საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების - კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
 
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი მოიცავს:
  • ტურიზმის საფუძვლები, განმარტებები, მისი განვითარების მოკლე ისტორია
  • ტურიზმის სახეები, კლასიფიკაცია და ძირითადი მიმართულებები
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის როლი ტურიზმში
  • ტურისტული ბაზრის სეგმენტები და მოგზაურთა ფსიქოლოგია
  • საქართველოს ტურისტული რეგიონები
  • ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა
  • ეკოტურიზმი და თანამედროვე მსოფლიო
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი (რუკაზე მუშაობა)
  • ტურისტული ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება
  • ტურისტული ფირმის პერსონალი, მათი შერჩევა, მართვა და მოტივაცია
  • მენეჯერის როლი, ძალაუფლება და ავტორიტეტი
  • საქმიანი თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარების ორგანიზება
  • კომფლიქტები და სტრესები
  • რეკლამის როლი ტურიზმის მენეჯმენტში
  • საქართველოს ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა (სატრანსპორტო საშუალებები, დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები და სხვა)
  • საქართველოს ძირითადი ტურისტული მარშრუტები 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
კურსის ხანგრძლივობა: 1,5 თვე (18 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 სთ.
 
სწავლის ღირებულება:
  • ჯგუფის შემთხვევაში: 250 ლარი
  • ინდივიდუალურად: 350 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები