GE

„არავითარი ქუსლიანები!“ – როგორი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დრესკოდი

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ ცოტა დარჩა. ის  ახალგაზრდები რომლებმაც გამოცდები შარშან, უკან მოიტოვეს – წლევანდელ აბიტურიენტებს ამხნევებენ და რჩევა-დარიგეგებსაც არ იშურებენ.

რჩევები ყველა სფეროს მოიცავს, დაწყებული წინა წლის მასალების ანაზლით, დასრულებული გამოცდის წინა დღეს გადასამეორებელი მასალით. თუმცა ამჯერად Aris.ge-განათლებამ გადაწყვიტა, მკითხველსა და აბიტურიენტებს სოც-რჩევები საგამოცდო დრესკოდთან დაკავშირებით გაუზიაროს.

მაშ ასე, მოეშვით, წაიკითხეთ და გამხიარულდით 🙂

-,,ბავშვებო ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ, გამოცდაზე კოსტუმით  ნუ წაბრძანდებით. დედაჩემს დავუჯერე:  ,,აკადემიური ჩამცულობა უხდება გამოცდებოსო” და ისე დამცხა საგამოცდო ოთახში, რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდა, მხოლოდ კომფორტზე იფიქრეთ”- დათო 19 წლის.

– ,,გოგოებო ბანკეტის კაბებით მოდით რა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით  – არა მართლა კი არ დამიჯეროთ, პირიქით, არავითარი ქუსლიანები! ახლაც მახსოვს იმ სიცხეში ჩემს წინ მჯდომმა გოგომ ფეხსაცმელები როგორ გაიხადა, მაგრამ შენიშვნა მიიღო და ისევ ჩააცვეს, მისი ცოდვით დავიწვი,”- გოგა 18 წლის.

-,,ქართულის გამოცდაზე ჩიხტიკოპით და ჩოხით უნდა წახვიდეთ -გენები მძლავრობს და მაღალი ქულა გარანტირებულია 🙂 :), ”- ლანა 19 წლის.

-,,მაქსიმალურად კომფორტულად ჩაიცვით მეგობრებო. იმდენ რამეზე უნდა იფიქროთ, რომ ტანსაცმელმა დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ. შორტებიც არ არის პრობლემა და მოკლესახელოიანი მაისურები. სპორტულად წადით – კედებით. მეორე დღეს არავის ემახსოვრება თქვენ რა გეცვათ,”- ელენე 20 წლის.

– ,,დეკოლტეები და უმოკლესი შორტები არ იყოს… გახსოვდეთ ბიჭებიც ცოდოები არიან, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ,”- ალექსი 20 წლის.

– ,,თმებს ნუ შეიჭრით რა გამოცდებამდე, გაიშალეთ და უკან მჯდომს მოეფარეთ, დაეხმარებით მასალის გადაწერაში. 🙂 🙂  გეხუმრებით ბავშვებო, იქ ვინ გადაგაწერინებთ რამეს,  თმები აიწიეთ გოგოებო, კოსა გაიკეთეთ – 45 გრადუს ვარაუდობენ ივლისის დასაწყისში,”- ნიკი 18 წლის.

Aris.ge -განათლება დაინტერესდა, აქვს თუ არა ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რაიმე სახის შეზღუდვა. თუმცა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ წესდებაში არანაირი მითითება ან შეზღუდვა არ ფიქსირდება.

კიდევ ერთი დეტალი – გამომდინარე იქიდან, რომ საგამოცდო ცენტრები სხვადასხვა შენობაში იქნება გახსნილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს შენობების კონდიცირებას. როგორც გაირკვა, ბევრ ცენტრში გამოცდებზე კონდიციონერი არ იქნება. ამიტომაც Aris.ge- განათლება საგამოცდო პროცესის გაშუქების გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, ჩაიცვათ გრილად და კომფორტულად, განწყობის ასამაღლებლად  კი ის სამოსი გამოგადგებათ, რომელიც თქვენში დადებით განწყობას და ემოციას იწვევს.

ეკა არის© წივწივაძე

საინტერესო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური