“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “გასაუბრების კულტურა და ეფექტური CV” გაიმართება
7 აპრილს, 13:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე “გასაუბრების კულტურა და ეფექტური CV” გაიმართება.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი თეა კახაძე გაუძღვება.
ლექციის ფარგლებში თეა კახაძე მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომელიც ეფექტური CV-ს შესაქმენლად არის საჭირო და დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს.
ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, ევროპის უნივერსიტეტის A კორპუსი, აუდიტორია 409.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი