გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიის ქალაქ კარლსრუეში
2025 წლის 20-21 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიის ქალაქ კარლსრუეში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ CBHE პროექტ “Re-Direction”-ის პარტნიორთა ტრანსნაციონალურ შეხვედრაში (TPM).
2 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გორის უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანა ჩოჩია.
შეხვედრას მასპინძლობდა Karlshochschule International University.
პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა კარლსრუეს ქალაქის საბჭოში, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს: ქალაქ კარლსრუეს მერმა, Karlshochschule International University-ის პრეზიდენტმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, ქალბატონმა მაია შუხოშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი