CIU-ს აკადემია აბიტურიენტებს ამჯერად სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასპინძლობს

CIU-ს აკადემია აბიტურიენტებს ამჯერად სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასპინძლობს – საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია / ჟურნალისტიკა / ინგლისური ენა და ლიტერატურა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს;
პროექტის მიზანია, აბიტურიენტები შეხვდნენ დიპლომატიის, ჟურნალისტიკისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი;
პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით;
სალექციო პერიოდი: 10-12 აპრილი
ლექციების განრიგი:
ეკატერინე ჭალაგანიძე – CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ზაზა ცოტნიაშვილი – CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი.
თემა: „თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები და შესაძლებლობები“;
თარიღი: 10 აპრილი, 20:00 სთ.
ალიკა გუჩუა – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
ვახტანგ მაისაია – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო მეცნიერების აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;
თემა: „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის როლი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში”;
თარიღი: 11 აპრილი, 20:00 სთ.
ნანა პარინოსი – ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტერის სტიპენდიანტი;
თემა: „ინგლისური ფილოლოგია: კარიერული შესაძლებლობების უსაზღვრო სამყარო”;
თარიღი: 12 აპრილი, 20:00 სთ.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული.
-
საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია CIU-ში – „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 7 აპრილი, 2025
-
CIU-ს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აბიტურიენტებისთვის“ იწყება by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2 აპრილი, 2025
-
CIU-ს სტუდენტური სტარტაპი GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1 აპრილი, 2025