რა შემთხვევაში დაიბრუნებთ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს და რა შეზღუდვა არსებობს

2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 2 აპრილს დასრულდა, თუმცა იმ აბიტურიენტებს, ვისაც რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა ჩარიცხული აქვს ეს ვადა 10 აპრილის ჩათვლით გაეზარდათ.
არსებობს გარემოებები, როცა აბიტურიენტს რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლია, თუმცა კონკრეტული პროცედურის დაცვით და განსაზღვრული ვადით.
ინფორმაცია რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე
შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, შემდეგ შემთხვევებში:
– თუ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;
– თუ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;
– თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი;
– თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
რა შემთხვევაში ვეღარ დაიბრუნებთ რეგისტრაციისთვის გადახდილ თანხას
აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა. გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთ თვის ვადაში. (განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge).
თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.
გაითვალისწინეთ: თუ პირი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას თუ 2025 წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
ასევე იხილეთ:
„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
შეცდომები, რომლებიც აბიტურიენტმა მათემატიკის ტესტში არ უნდა დაუშვას – ტესტის 2025 წლის ნიმუში სწორი პასუხებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 31 მარტი, 2025
-
ხუთი რჩევა აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით და გაფრთხილება ვადებზე by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 31 მარტი, 2025
-
„ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე თითო ქულა გაკლდებათ“ – როგორ შემოწმდება აბიტურიენტის რედაქტირების დავალება by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 29 მარტი, 2025