CIU-ს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აბიტურიენტებისთვის“ იწყება
CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია იწყება!
პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს;
პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი;
პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით;
სალექციო პერიოდი: 3 – 7 აპრილი;
ლექციების განრიგი:
ია ნადირაშვილი – CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ბიზნეს და SME კონსულტანტი, რითეილ ექსპერტი, “BeWise“-ის მმართველი პარტნიორი;
თემა: „ბიზნესის ადმინისტრირება: როგორ მუშაობს წარმატებული ორგანიზაცია ციფრულ სამყაროში“;
თარიღი: 3 აპრილი, 19:00 სთ.
ლალი მიქელაძე – CIU-ს ტურიზის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
თემა: „ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიები და მათი უნიკალურობა“;
თარიღი: 4 აპრილი, 19:00 სთ.
გიორგი კაკაშვილი – CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
თემა: „AI ყოველდღიურ ცხოვრებაში: შეუმჩნეველი რევოლუცია”
თარიღი: 5 აპრილი, 19:00 სთ.
თეა ლაზარაშვილი – CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი;
თემა: „პროფესია ფინანსისტი“;
თარიღი: 6 აპრილი, 19:00 სთ.
გიორგი კეპულაძე – ეკონომიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
თემა: „მენეჯმენტი თანამედროვე სამყაროში“;
თარიღი: 7 აპრილი, 19:00 სთ.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი