GE

რა შემთხვევაში არ სწორდება აბიტურიენტის ნაშრომი?

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.

მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:

-რა შემთხვევაში არ სწორდება აბიტურიენტის ნაშრომი?

ნაშრომი არ სწორდება, თუ:

  • აბიტურიენტი პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან დახატავს რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
  • შტრიხკოდი გაფერადებულია ან დაზიანებულია;
  • დაარღვევს გამოცდაზე ქცევის რომელიმე წესს და მოიხსნება გამოცდიდან;
  • თუ აბიტურიენტი, მიუხედავად გაფრთხილებისა, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებს ტესტზე მუშაობას;
  • აბიტურიენტი არ გადაწერს პასუხების ფურცელზე მითითებულ სტანდარტულ ფრაზას;
  • თუ საპრეტენზიო კომისიის მიერ დადგინდება, რომ აბიტურიენტმა დაარღვია გამოცდის პროცედურა.

ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური