„ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გახსნეს, მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ და პროფესორმა, ნელი ჭამპურიძემ.
კონფერენციაზე, პროგრამით, ოთხ ათეულზე მეტი მოხსენება იყო წარმოდგენილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი