აბიტურიენტებისთვის ისტორიასა და ინგლისურ ენაში იმიტირებული გამოცდები CIU-ში ჩატარდება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა ეროვნულ გამოცდებამდე გამოსცადონ და იმიტირებულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, CIU-ში გამოცდები ორი დღის განმავლობაში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება:
- 20 ივნისი (შაბათი) – ისტორია;
- 21 ივნისი (კვირა) – ინგლისური ენა.
აბიტურიენტი სასურველ ფორმატს (Online / Offline) რეგისტრაციის დროს აირჩევს.
ფიზიკურ ფორმატში გამოცდები CIU-ში ჩატარდება, ხოლო ზუსტი დროისა და განრიგის შესახებ რეგისტრირებული მონაწილეები SMS შეტყობინებას მიიღებენ.
იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
გამოსცადე საკუთარი თავი ეროვნულ გამოცდებამდე და იყავი თავდაჯერებული!
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი