GE

1-3 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში” გაიმართება

1-3 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო “ქორთიათ მარიოტში” სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC ) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში – საქართველოს მაგალითი”.

კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები და კურსამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების, უნივერსიტეტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ტარდება.

დღის წესრიგის სანახავად გადადით ლინკზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური