GE

,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები” – კვლევის შედეგები

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა: “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები”.

“უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: პრობლემები და მათი დაძლევის გზები”-ს კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის დადგენა, ასევე მისი ხელისშემშლელი პირობების და მათი გადალახვის გზების იდენტიფიცირება. ამ მიზნით გამოკითხულ იქნა 989 მოსწავლე თბილისსა და რეგიონებში, 200 მოსწავლე მარნეულის, 200 მოსწავლე ახალქალაქის რაიონებში და 731 სტუდენტი  5 საუნივერსიტეტო ქალაქში.

გამოკითხვის შედეგებმა ცხადყვეს უმაღლესი განათლების მიღების დიდი სურვილი. უმრავლესობა აპირებს სწავლის გაგრძელებას. ეს განზრახვა უფრო ნაკლებად არის გამოხატული მარნეულისა და ახალქალაქის რაიონებში.

ცხრილი 1. განათლების გაგრძელების სურვილი

მთლიანად საქართველო მარნეული ახალქალაქი
უმაღლესში სწავლა 86.7% 57.1% 57.0%
პროფსასწავლებელში სწავლა 3.9% 9.9% 12.9%
სწავლის გაგრძელება სულ 90.6% 67.0% 69.9%

 

ისინი ვინც არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, ამის მიზეზად ყველაზე ხშირად ასახელებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას-უმაღლესში სწავლის საფასურის გადახდის შეუძლებლობა (8.3%, 21.6% და 8.6%), საგამოცდო საგნებში მომზადების შეუძლებლობა (4.4%, 12.6% და 3.2%), და ცოდნის სიმცირეს (3.7%, 13.1% და 3.2% მთლიანად საქართველოში, მარნეულში და ახალქალაქში შესაბამისად). უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არ იძლევა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობას. ასევე დიდია მათი წილი ვინც ფიქრობს, რომ სკოლის ცოდნა საკმარისი არ არის საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად.

დისკუსიები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.დისკუსიის მონაწილეთა შეხედულებები აისახება პროექტის საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებში. კვლევის საბოლოო ვერსია განთავსდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსა” და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური