GE

10 ფილმი მასწავლებლებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

მასწავლებლობა საოცარი პროფესიაა. მათ ხომ სამყაროსთვის ახალი აინშტაინის, ნიჭიერი ავიაკონსტრუქტორის ან საოცარი მუსიკოსის ჩუქება შეუძლიათ. ან უბრალოდ მოაზროვნე, კეთილი და ღია ბავშვის აღზრდა. ჩვენ არც კი ვიცით პირველი თუ მეორე ტიპის ახალგაზრდები შეძლებენ სამყაროს შეცვლას. გთავაზობთ ფილმებს საოცარ მასწავლებლებზე. თითოეულ თქვენგანს კი მსგავს პედაგოგებთან შეხვედრას ვუსურვებთ.

მკვდარი პოეტების საზოგადოება“

ხშირად აკადემიური განათლება პარაგრაფების დაზეპირებითა და ტვინის ფაქტებით ავსებით შემოიფარგლება. გაგებისა და შეგრძნების სწავლება კი სასწავლო პროგრამაში არ შედის, მაშინაც კი, როცა საქმე ლიტერატურას ეხება. მასწავლებელმა კიტინგმა არა მხოლოდ დაანახა თავის მოსწავლეებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის სიმდიდრე, არამედ მათ მისი განცდა, სიხარული და სიამოვნების მიღებაც ასწავლა.

„სათადარიგო მასწავლებელი“

ჰენრი ბარტი, რომლის როლსაც ედრიან ბროუდი ასრულებს, არის სათადარიგო მასწავლებელი. მას იმ სკოლაში გზავნიან, სადაც მოულოდნელად პედაგოგი აკლდებათ. მისი მორიგი დავალებაა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლება ისეთ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც უცენზურო ლექსიკის გამოყენება, მასწავლებლის იგნორირება და აგრესია არავის უკვირს.  ეს არ არის შაბლონური კინო ურთიერთობაზე, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მყარდება. მასში ნაჩვენებია რომ არ ღირს ადამიანის პირველი შთაბეჭდილებით განსჯა. ფილმი დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ყველა რთულ მოზარდს თავისი ისტორია აქვს.

„შეინარჩუნე რიტმი“

ალბათ, ყველაზე დიდი პოპულარობით ის ისტორიები სარგებლობენ, სადაც რთული ბავშვები პედაგოგების დახმარებით წარმატებულები და მიზანდასახულები ხდებიან, ვინაიდან შედეგი ყველაზე კარგად შედარებისას ჩანს. ეს საკმაოდ რთული გზაა, რომლიდან გადახვევაც ალბათ ყველას უფიქრია. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ შეძლო მასწავლებელმა რთული მოსწავლეების ტანგოთი, ვალსითა და ფოკსტროტით დაინტერესება.

„დიდი შესვენება“

ეს არის ჯადოსნური, კეთილი და სულშიჩამწვდომი ფილმი საღამოს სკოლის მასწავლებელზე. ახლა ბევრმა შეიძლება, არც იცოდეს რას ნიშნავს ეს. საღამოს სკოლაში ის უფროსები სწავლობდნენ, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო საშუალო განათლების მიღება ვერ შეძლეს. ხშირად ასეთ სკოლებში მასწავლებლები მოსწავლეებზე უმცროსები იყვნენ. მათი გონება არა ლიტერატურითა და ალგებრით, არამედ სამსახურით, ოჯახითა და შვილებით იყო დაკავებული.

„ოქტომბრის ცა“

ეს არის NASA-ს ინჟინერის, ჰომერ ჰიკემის ცხოვრების რეალური ისტორია. ის მეშახტის შვილი იყო.  მოზარდობისას, საბჭოთა თანამგზავრის გაშვებით შთაგონებულმა ჰომერმა რაკეტის აშენება გადაწყვიტა. მის ქალაქში ყველა მამაკაცი მეშახტე იყო და მისგან მეტს არავინ მოელოდა. ფილმს გადამწყვეტ მომენტში, როდესაც რაკეტის გაშვების პარალელურად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, მისი უდანაშაულობის დამტკიცებაში მასწავლებელი და მათემატიკის სახელმძღვანელო დაეხმარა.

„ამერიკული ისტორია X“

ეს დრამა ნაციზმის თემას ეხება. მისი ყურებისას მაყურებელი ვერც კი ამჩნევს, რომ ფილმს იგივე სახელი ჰქვია, რაც მოთხრობას, რომლის დაწერასაც სკოლის შავკანიანი დირექტორი ბობ სუინი, თავის მოსწავლე დენი ვინიარდს ავალებს. ასევე რთული გასაგებია, თუ რატომ დაეხმარა ის შავკანიანი ყაჩაღების სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულ დერეკს სასჯელის შემცირებაში.

„მონა ლიზას ღიმილი“

ადრე წარმატებული ქალის ცხოვრების მთავარი მიზანი განათლების მიღება, გათხოვება და საცხოვრებლად ლამაზ სახლში გადასვლა იყო. ასეთ დროს მდიდარი და გათამამებული გოგონებისთვის განკუთვნილ სასწავლებელში მასწავლებელი კეტრინ ენ უოტსონი გამოჩნდა. ის გათხოვებაზე მეოცნებე გოგონებს თავისუფლებასა და ხელოვნებაზე ესაუბრებოდა. კეტრინი გოგონებს საკუთარ ძალებში არწმუნებდა და მათში ახალ ნიჭს ხსნიდა. იმ დროს, როცა ქალს არანაირი უფლება არ ქონდა, ყველაფერი ეს ზღვაში წვეთი იყო. თუმცა ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ნიჭიერი იულ ჰანტინგი“

უილ ჰანტინგს ფენომენალური მეხსიერება და საოცარი მათემატიკური შესაძლებლობები აქვს, თუმცა ის მათ ყურადღებას არ აქცევს. ის ძალიან კარგ უნივერსიტეტში მუშაობს, მარამ დამლაგებლად. ბედის განგებით, სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას ჩხუბის გამო გაასამართლებენ, ის მათემატიკის პროფესორს ხვდება, რომელიც თავის მხრივ მას ფსიქოლოგიის პედაგოგს დააკავშირებს.  ეს არის შესანიშნავი დრმა რობინ უილიამსის მონაწილეობით.

„თავისუფლების მწერლები“

სიუჟეტის ეპიცენტრში კრიმინალურ რაიონში მაცხოვრებელი ბიჭები აღმოჩნდებიან. ისინი სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და წარმომავლობის არიან, თუმცა მათ ბევრი საერთოც აქვთ: ისინი ქუჩურ დაჯგუფებებს შორის მუდმივ გარჩევებში გაიზარდნენ და ბევრი ახლობელი დაკარგეს. ასეთ გარემოში ხვდება მასწავლებელი, რომელსაც არისტოკრატული ჩვევები აქვს. ის ძალიან კეთილი და გულწრფელია. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მისი სცენარი (ისევე როგორც წიგნი)  ერინ გრიუველმა, სწორედ იმ მასწავლებელმა დაწერა, რომელსაც თავს ეს ამბავი გადახდა. ფილმის დასასრულს, რეალური მოსწავლეების (არა მსახიობების) ნახვა არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავია.

„ადამიანი აღორძინების ხანიდან“

ეს არის ისტორია ბილზე, რომელიც სარეკლამო სააგენტოდან გაათავისუფლეს. დასაქმების სამსახურმა მას შესაბამისი ვაკანსია ვერ შესთავაზა. სწორედ ამიტომ, ის ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მოსამზადებელ ბანაკში გამგზავრებაზე დათანხმდა. მას უნდა ეცადა მოსწავლეებისთვის თუნდაც მცირე განათლების მიცემა. ეს არის კეთილი, თუმცა ნაღვლიანი კომედია დენი დევიტოს მონაწილეობით.

10 ფილმი იდეალური მასწავლებლის შესახებ

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო. ivi.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური