GE

10 ფილმი იდეალური მასწავლებლის შესახებ

ეჭვგარეშეა, პედაგოგები მოსწავლის ბუნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. თითოეულ მათგანს მოზარდან ურთიერთობის საკუთარი მეთოდები აქვს. ზოგი ლიბერალურ გზას ირჩევს, ზოგიც პირიქით, მოსწავლის დამორჩილებას მკაცრი დამოკიდებულებით ცდილობს.

მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი შემდეგი თაობის გზის მანათობლები არიან. ქვემოთ მოცემულია 10 საგანმანათლებლო ფილმი, რომლებიც მასწავლებლებს თავიანთი მისიის გააზრებაში ეხმარება:

  1. სახიფათო ფიქრები (dangerous minds)

მე-20 საუკუნის ამ ფილმში მოთხრობილია საზღვაო ქვეითის ლოუან ჯონსონის იტორია, რომელიც მასწავლებლობას კოლეჯში ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან იწყებს. თავდაპირველად მისთვის აქ მუშაობა რთულია, თუმცა მალე ის მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარების ორიგინალურ ხერხებს იპოვეს, რაც ჯონსონს ბავშვების საყვარელ პედაგოგად აქცევს

  1. გაუძლო და მიაღწიო (Stand and Deliver)

ფილმში მოთხრობილია რეალური ისტორია მათემატიკის მასწავლებელის შესახებ, რომლის მიზანია სხვადასხვა ბანდებში გაწევრებიანებული ბავშვები სწორ გზაზე დააყენოს და კარგი განათლება მისცეს.

  1. დამეყრდენი ( Lean on Me)

ფილმში მორგან ფრიმანის პერონაჟი დირექტორი ჯო კლარკი განადგურების პირას მყოფ სკოლაში გადადის, სადაც მოსწავლეებს ტანსაცმელი და კედლები ბანდის ნიშნებითაა მოხატული. დირექტორი სკოლის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერს აკეთებს და ამავეს მოითხოვს პედაგოგების მშობლებისა და მოსწავლეებისგან.

  1. სკოლის კავშირები (School ties)

ჯონ გრინინი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში მოხვედრაზე ოცნებობს, თუმცა ეს ადგილი მისთვის არაა, რადგან კოლეჯი მხოლოდ არისტოკრატული ოჯახის შვილებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ის ოცნების სასწავლებელში მოხვედრას შეძლებს და თავის ღირსებასაც დაიცავს.

  1. მასწავლებელს სიყვარულით (To Sir, with Love )

ბრიტანული დრამატული ფილმი სკოლაში ეთნიკურ და სოციალურ უმცირესობების მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი, ბატონო თაქერი მოსწავლეებს შორის განხეთქილების მოგვარებას ახერხებს და მათ პატივისცემასაც იმსახურებს

  1. 6. მკვდარი პოეტების საზოგადოება ( Dead Poets Society )

ფილმში მოთხრობილია პოეზიის მასწავლებლის ისტორია, რომელიც მოსწავლეებს საგანისადმი ინტერესს ორიგინალური სწავლების მეთოდით გაუღვივებს. ახალგაზრდებისა და პედაგოგის ურთიერთობა დროთა განმავლობაში ღრმავდება და ბევრად უფრო საინტერესო ხდება.

  1. თავისუფლების მწერლები (Freedom Writers )

ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

  1. ჩანაცვლება (Detachment)

ფილმი კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის- ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან, სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით სასტიკ სამყაროში მშვენიერების პოვნას ცდილობს.

  1. 9. მონა ლიზას ღიმილი (MONA LISA SMILE)

ფილმი ფემინისტი ისტორიის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალ მასწავლებელს სტუდენტები არც თუ ისე თბილად ხვდებიან, თუმცა ის მათთან დამეგობრებას საკუთარი მეთოდებით მოახერხებს.

  1. ოქტომბრის ცა

ფილმი დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე. მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და მასწავლებლის თანადგომით ნასას მეცნიერი გახდა.

რას კითხულობენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში ლიტერატურის გაკვეთილზე

5 აპლიკაცია, რომლებიც ყველა მასწავლებლის მობილურში უნდა იყოს

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო:Edsys.in

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური