GE

10 ფილმი მომავალი ბიზნესმენებისთვის უქმეებზე საყურებლად

უნივერსიტეტები ძირითადად თეორიული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა, ცხოვრება კი გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმძღვანელოებიდან ამოკითხული დებულებები და განმარტებები. რეალობას საუკეთესოდ ფილმები აღწერენ. ისინი მოგვითხრობენ ნამდვილ ისტორიებს, ნამდვლ ადამიანებზე, რაც მაყურებელს თავისი გასავლელი გზის შესახებ დააფიქრებს. ჰოლივუდელი კინო-რეჟისორები  ტაბუდადებული საკითხებზე ხმამაღლა საუბრობენ და ბიზნესის სიდუმლოებებზე გვიყვებიან .ქვემოთ მოცემულია საუკეთესო  10 ფილმი რომლებიც აუცილებლად უნდა ნახონ მათ, ვინც კარიერის გაგრძელებას  ბიზნესში აპირებს:

უოლ სთრითი (Wall Street)

ფული ყველაფერია” და “სიხარბე კარგია” – ეს ფილმის მთავარი ფრაზებია. სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს შევიხედოთ ბიზნესის კულისებში. ფილმშ ნაჩვენებია ის მაქინაციები და თაღლითური სქემები, რომლებსაც დიდი კომპანიების მმართველები ხშირად მიმართავენ.

ჩვენიანი (The Insider)

ფილმი მოგვითხრობს კაცის შესახებ, რომლსაც ადამიანობასა და ბიზნესს შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

თაქერი: კაცი და მისი ოცნება ( Tucker: A Man and His Dream)

თუ შთაგონებას ეძებთ, ეს ფილმი თქვენთვისაა. ის გაჩვენებთ, თუ რამდენად ძვირად ფასობს იდეა და ინსპირაციისთვის გონებასაც გაგივარჯიშებთ.

მოქალაქე ქეინი (Citizen Kane)

როგორ შენდება ბიზნესის იმპერია და რა დაბრკოლებები ხვდება მას წინ? თუ ამ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, ეს ბრწყინვალე ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. იქნებ ფილმის გმირების მიერ დაშვებული შეცდომები თქვენთვის ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდეს.

ეს მშვენიერი ცხოვრება (It’s a wonderful life)

ფრანკ კაპრას შავ-თეთრი ფლმი ბიზნესის სტუდენტების ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილად შეიძლება ჩავთვალოთ. ესაა ფილმი მაღალი მორალისა და ზნეობის შენარჩუნების შესახებ. ფილმი შეგვახსენებს, რომ ფული და წარმატებული კარიერა ბედნიერებისთვის საკმარისი არაა.

საოფისე ფართი (1999) – Office Space

თუ თქვენც 9-დან 6 საათამდე მუშაობთ და დრო აღარაფრისთვის გრჩებათ, ჩათვალეთ თქვენც ამ ფილმის პერსონაჟი ხართ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, პიტერი უფროსების მიმართ დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით სულაც არ გამოირჩევა, პირიქით, დამქირავებელი მისი დაცინვის ობიექტი ხშირადაა. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მისი ავტორიტეტი და ხელფასი უფროდა უფრო იზრდება.

ყველაზე ჭკვიანი ბიჭები ოთახში (Enron: The Smartest Guys in the Room)

ფილმი დიდი ბიზნესის შენების საიდუმლოებებსა და განსხვავებული გზებზე მოგითხრობთ.

ნათლია (Godfather)

ყველაზე პოპულარული და გახმაურებული ფილმი, რომელიც გვაჩვენებს თუ რა სარგებლობა მოაქვს ბიზნესისთვის ხალხის დახმარებას.

ბარბაროსები კარიბჭესთან (Barbarians at the gate)

რეალურ ამბავზე დაყრდნობილი ფილმი, რომელიც სტუდენტებმა აუცილებლად უნდა ნახონ, სხვდასხვა მაქინაციების, ძალაუფლებისთვის ბრძოლის, გამყიდველობისა და სასჯელის შესახებ მოგვითხორბს,

ნორმა რეი (Norma Rae)

ფილმის მთავარი გმირია გოგონა, რომელიც არ უშინდება ძლიერ ქარხანას და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ბრძოლას იწყებს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: poetsandquants

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური