„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
23 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სამართლის დოქტორმა ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი