გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი გაიმართა
საბიბლიოთეკო ელექტრონული ბაზების გამოყენების უნარების ასამაღლებლად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საგანმანათლებლო კურსს, თემაზე – „სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საბიბლიოთეკო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის უნარების გაუმჯობესება“.
საინფორმაციო კურსი ორ ეტაპად განხორციელდა:
- I ეტაპი (2-4 ივნისი) – ტრენინგი სტუდენტებისთვის მოეწყო. კურსს ბიბლიოთეკის გამგე ლარისა გულიშვილი და ბიბლიოთეკარები – ლალი ნოზაძე და მანანა ჩხეიძე უძრვებოდნენ;
- II ეტაპი (17 ივნისი) – ლარისა გულიშვილმა და ლალი ნოზაძემ ანალოგიური შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გამართეს, სადაც განიხილეს ელექტრონული ბაზების სპეციფიკა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი